ივა გელაშვილი რამდენიმე კვირას გამოტოვებს #1TVSPORT
ივა გელაშვილი რამდენიმე კვირას გამოტოვებს #1TVSPORT

ივა გელაშვილი იტალიის სერია B-ს 23-ე ტურის მატჩის („სპეცია“ შინ „კატანძაროს“ დაუზავდა – 1:1) განაცხადშიც არ იყო, ისევე როგორც ბოლო ორ მატჩში. მიზეზი ტრავმაა, რაზეც ინფორმაციას Cittadellaspezia ავრცელებს.

„რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს ქართველი მცველი ივა გელაშვილიც, რომელიც „კრემონეზესთან“ მატჩის პირველ ტაიმში დაშავდა. მას მარჯვენა ფეხის კუნთი აწუხებდა. 22 წლის მცველი აგრძელებს გამოჯანმრთელების პროცესს“, – წერს გამოცემა cittadellaspezia.

ივა გელაშვილი იტალიის სერია B-ს „სპეციაში“ ზაფხულში, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ გადავიდა. თავდაპირველად 22 წლის მცველი შეცვლაზე თამაშობდა, მაგრამ ნელ-ნელა ადგილი დაიმკვიდრა.

იტალიის სერია B-ს მე-19 ტურიდან გელაშვილი „სპეციას“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და ზედიზედ სამი მატჩი თამაშობდა, მაგრამ 20 იანვარს „კრემონეზესთან“ პირველ ტაიმში დაშავდა და მას შემდეგ მკურნალობს.