ივა გელაშვილი - ორივე საკამათო ეპიზოდში პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა, მსაჯს „მალმეს“ მეკარე უნდა გაეძევებინა #1TVSPORT
ივა გელაშვილი - ორივე საკამათო ეპიზოდში პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა, მსაჯს „მალმეს“ მეკარე უნდა გაეძევებინა #1TVSPORT

თბილისის „იბერიის“ ცენტრალური მცველი ივა გელაშვილი იმედს არ კარგავს, რომ, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში შვედურ „მალმესთან“ საშინაო მარცხის (1:3) მიუხედავად, საქართველოს ჩემპიონს ორმატჩიანი დაპირისპირების სათავისოდ შემობრუნების შანსი ჯერ კიდევ აქვს.

„დაკარგული არაფერია, მეორე თამაში წინ არის. ჩვენს თამაშში იყო კარგი და ცუდი მომენტებიც, რაზეც სამუშაო გვაქვს. თამაში ახალი დამთავრებულია და ძნელია შეფასება. მატჩს გავაანალიზებთ, ვეცდებით, ყველაფერი გამოვასწოროთ და საპასუხო შეხვედრაში დადებითი შედეგი ვაჩვენოთ.

ჩემი აზრით, ორივე საკამათო ეპიზოდში პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა. პირველ ეპიზოდში არბიტრს მეკარისთვის, მინიმუმ, წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა.

გუნდებს შორის დიდი სხვაობა არ არის, თუმცა იგრძნობოდა სხვაობა თამაშის ინტენსივობაში. „მალმე“ შვედეთის ჩემპიონია და ფეხბურთელები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი.

დავრჩები თუ არა „იბერიაში“ ახლა ვერაფერს გეტყვით, რადგან „მალმესთან“ შეხვედრაზე ვარ კონცენტრირებული“.