ივა გელაშვილი – ჯერ არსად მივდივარ, ჩემპიონთა ლიგაზე „იბერიაში“ ვითამაშებ #1TVSPORT

16:39, 02.07.2025

ივა გელაშვილი „იბერიაში“ რჩება და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს – ამის შესახებ მოქმედი ჩემპიონის ცენტრალურმა მცველმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

24 წლის ცენტრალური მცველი „იბერიასთან“ ერთად არც ბულგარულ შეკრებაზე იყო და საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალური შეხვედრაც გამოტოვა, მაგრამ ქუთაისის „ტორპედოსთან“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და ამბობს, რომ უცხოეთში მხოლოდ ევროტურნირებზე თამაშის შემდეგ წავა.

„ევროთასებზე „იბერიაში“ ვიქნები და მერე ვნახავთ, როგორ იქნება საქმე. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა არ მაქვს, გუნდშიც მშვენიერი განწყობაა და გვინდა, „მალმიოსთან“ კარგად ვითამაშოთ.

რაც შეეხება ლატვიის რფს-ში მიწვევას – ამის შესახებ პირველად მესმის. არის სხვა კარგი შეთავაზებები, მაგრამ ჯერ მინდა, ევროტურნირებზე „იბერიას“ დავეხმარო“, – ამბობს ივა გელაშვილი.

მსგავსი