ივა გელაშვილი - იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ვასახელებთ #1TVSPORT
ივა გელაშვილი - იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ვასახელებთ #1TVSPORT

ივა გელაშვილმა გასულ უქმეებზე „საბურთალოში“ სადებიუტო გოლი გაიტანა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა „სამტრედიასთან“ გატანილ პირველ გოლზე, ახალ კლუბსა და ნაკრების სამომავლო გეგმებზე.

„მადლობელი ვარ, რომ მომეცა შანსი და ვთამაშობ ისეთ კარგ კლუბში, როგორიც „საბურთალოა“. სადებიუტო გოლი ჩემთვის სასიხარულო იყო, თუმცა, სამწუხაროდ, სამი ქულის მოპოვება ვერ მოვახერხეთ.

ახალ კლუბში თავს კომფორტულად ვგრძნობ, შემადგენლობას კარგად ვიცნობ, ამ ბიჭებთან ერთად ახალგაზრდულ ნაკრებშიც მიწევს თამაში. „საბურთალო“ ახალგაზრდული კლუბია, სადაც კარგი გარემოა – ერთი დიდი ოჯახივით ვართ.

რაც შეეხება ახალგაზრდულ ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებით. სასიხარულოა, რომ ტურნირის მასპინძლები ვართ. იმედია, საქართველოს კარგი თამაშით ვასახელებთ.

აქვე, ვისარგებლებ შესაძლებლობით და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მოახლოებულ მატჩებში წარმატებებს ვუსურვებ”, – ამბობს ივა გელაშვილი.