ივა გელაშვილი ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT
ივა გელაშვილი ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT

ივა გელაშვილი ეროვნული საფეხბურთო ლიგის პირველი წრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, – გადაწყვეტილება ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

თბილისის „იბერიის“ 24 წლის ცენტრალური მცველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და მისი დიდი დამსახურებით დედაქალაქურმა გუნდმა ეროვნული ლიგის პირველ წრეში ჩატარებულ ცხრა შეხვედრაში მხოლოდ სამი გოლი გაუშვა, რაც, ბათუმის „დინამოსთან“ ერთად, ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელია.

დაცვაში საიმედო თამაშის გარდა, ივა გელაშვილმა თავი შეტევაშიც გამოიჩინა – ცხრა მატჩში მან ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ანალიტიკურმა პლატფორმამ, Sofascore-მა გელაშვილის თამაში საშუალოდ 7.27 ქულით შეაფასა. გარდა ამისა, ის ორჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა — ფოთის „კოლხეთსა“ (8.3 ქულა) და საგარეჯოს „გარეჯთან“ (8.0 ქულა).