ტურინის „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი „ნაპოლის“ ფორვარდს, ვიქტორ ოსიმენს განიხილავს დუშან ვლაჰოვიჩის პოტენციურ შემცვლელად, – წერს გაზეთი La Gazzetta dello Sport-ი. უფრო ადრე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ სერბმა ფეხბურთელმა, შეიძლება, დატოვოს იტალიური გრანდი, თუ არ გააგრძელებს კონტრაქტს, რომელიც 2026 წლის ზაფხულში იწურება.
წყაროს ცნობით, ნიგერიელი ფეხბურთელის მიმართ ჯუნტოლის ინტერესის მიუხედავად, „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელს, ტიაგო მოტას გუნდში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდის, ჯოშუა ზირკზეს მისვლა სურს, რომელთანაც მანამდე „ბოლონიაში“ თანამშრომლობდა.
ამ სეზონში ოსიმენი იჯარის წესით „გალათასარაიში“ თამაშობს.