„იუვენტუსში“ მიანიშნეს, რომ ზაფხულში ახალ ფეხბურთელს არ შეიძენენ
„იუვენტუსში“ მიანიშნეს, რომ ზაფხულში ახალ ფეხბურთელს არ შეიძენენ

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ კორონავირუსის პანდემიის ფონზე მომავალი სატრანსფერო ფანჯრის შესახებ საკუთარი მოსაზრება გააჟღერა.

„ეს იქნება კრეატიული და მეტად მოქნილი სატრანსფერო ბაზარი. უბრალოდ დააკვირდით ყოველდღიურ ცხოვრებას: თითქმის ყოველდღე ჩვენ ვიცვლით საკუთარ მოსაზრებას სხვადასხვა საკითხზე. თუნდაც ვარჯიშების განახლების იდეის შემთხვევაში, მოვიფიქრებთ რაღაცას და ორ საათში მასზე უარს ვამბობთ.

ბაზარს მოქნილობა დასჭირდება. და ვინ თქვა, რომ 2020-21 წლების სეზონში იგივე შემადგენლობით თამაში არ შეიძლება?! ეს შესაძლებელია“, – თქვა პარატიჩიმ.

შაბათს დაიწერა, რომ „იუვენტუსს“ არ აქვს ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას შესაძენი ფული და მის ხელში ჩაგდებას გაცვლის შედეგად აპირებს.