„იუვენტუსში“ გადასვლის შემთხვევაში პოგბას ხელფასის შემცირებაზე მოუწევს წასვლა
„იუვენტუსში“ გადასვლის შემთხვევაში პოგბას ხელფასის შემცირებაზე მოუწევს წასვლა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას შეატყობინეს, რომ უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს „იუვენტუსში“ დაბრუნების სანაცვლოდ მას ფინანსურ დათმობებზე წასვლა მოუწევს. ამის შესახებ „ტუტოსპორტი“ იუწყება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინგლისურ გრანდს პოგბაში 100 მილიონი ევრო სურს, რის გამოც „იუვენტუსმა“ შესაძლოა ამ თანხის ნაწილის ნაცვლად „მანჩესტერს“ რამდენიმე ფეხბურთელი დაუთმოს. აღსანიშავია, რომ ფრანგი ნახევარმცველის გადაბირება ასევე სურთ მადრიდის „რეალს“, „ინტერსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“.