„იუვენტუსს“ ტეო ერნანდესის შეძენა სურს

15:38, 19.03.2020

ტურინული კლუბი „მილანის“ მცველ ტეო ერნანდესით არის დაინტერესებული, – იუწყება Calciomercato.

გამოცემის ინფორმაციით, „იუვენტუსი“ ტეო ერნანდესის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება.

მიმდინარე სეზონში ერნანდესმა „მილანის“ შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა და მცველმა 7 გოლის გატანა მოახერხა.

Transfermarkt.com ტეო ერნანდესს 40 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი