„იუვენტუსს“ რემზის შეძენა სურს
„იუვენტუსს“ რემზის შეძენა სურს

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველ აარონ რემზის შეძენა „იუვენტუსს“ სურს.

„სანის“ (The Sun) ინფორმაციით, იტალიის ჩემპიონი უკვე დაუკავშირდა უელსელ ფეხბურთელს. რემზის
„იუვენტუსი“ ოთხწლიან კონტრაქტს და სეზონში 11.7 მილიონ ევროს სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ რემზის „არსენალთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მის გაგრძელებაზე უარი თქვა. შესაბამისად, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და ნებისმიერ გუნდში გადასვლა უფასოდ შეეძლება.

„არსენალის“ ფეხბურთელს „რომა“, „მილანი“ და „ბაიერნი“ ეპატიჟებიან, მაგრამ ტურინელები ყველაზე საუკეთესო პირობებს სთავაზობენ.