„იუვენტუსს“ პოგბას შეძენის იმედი ჯერ არ დაუკარგავს
„იუვენტუსს“ პოგბას შეძენის იმედი ჯერ არ დაუკარგავს

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედში“ რამდენიმე დღეში დაბრუნდება და ოლე გუნარ სოლსკიაერთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს.

იტალიური გამოცემა „გაძეტა დელო სპორტის“ (La Gazzetta dello Sport) ინფორმაციით, „იუვენტუსი“ ინგლისელებს უფრო სარფიანი წინადადებით მიმართავს და მოლაპარაკებებში სავარაუდოდ ფეხბურთელსაც ჩართავენ. ტურინელები ფრანგის გადასაბირებლად პაულო დიბალას, ბლეზ მატუიდისა და ალექს სანდროს ჩართვასაც გეგმავს.

„იუნაიტედს“ უკვე დიდი ხანია რაც 25 წლის დიბალას შეძენა სურს, ხოლო იტალიაში ვარაუდობენ, რომ ინგლისელები ფრანგ ნახევარმცველ მატუიდის გადაბირებითაც დაინტერესდებიან.