„იუვენტუსს“ ნგოლო კანტეს შეძენა სურს
„იუვენტუსს“ ნგოლო კანტეს შეძენა სურს

„ჩელსის“ ნახევარმცველი ნგოლო კანტე „იუვენტუსის“ ყურადღების ცენტრში მოექცა, – იუწყება Calciomercato.

გამოცემის ინფორმაციით, ლონდონელები ფრანგი ლეგიონერის გასხვისებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გეგმავენ და „იუვენტუსი“ ამ შესაძლებლობის გამოყენებას შეეცდება.

კანტეს კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2023 წლამდეა ძალაში.

2019/2020 წლების სეზონში ნგოლო კანტემ „ჩელსის“ შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.