„იუვენტუსი“ „ნაპოლის“ ფორვარდის ჯაკომო რასპადორის შეძენით არის დაინტერესებული. გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინული კლუბი დიდი ხანია აკვირდება თავდამსხმელს და მთავარი მწვრთნელი ტიაგო მოტაც მაღალ შეფასებას აძლევს ფეხბურთელს.
„ნაპოლი“ დიდი ხანი უარს ამბობდა რასპადორის თაობაზე მოლაპარაკებების წარმოებაზე, მაგრამ ბოლო დღეებში გადახედა თავის პოზიციას. წერენ, რომ „იუვენტუსმა“, შესაძლოა, გარიგებაში ჩართო დანილო ან ნიკოლო ფაჯოლი, რომელიც მოსწონს „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს.
ტურინელები უკვე ცდილობდნენ რასპადორის იჯარაზე მოლაპარაკებას, მაგრამ უარი მიიღეს. „ნაპოლის“ სურს თავისი ფორვარდის სანაცვლოდ თანხის მიღება – მისი ღირებულება 18-20 მილიონ ევროს შეადგენს.
მიმდინარე სეზონში რასპადორიმ სერია A-ში რვა მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.