„იუვენტუსს“ ალვარო მორატას იჯარით აყვანა უნდა
„იუვენტუსს“ ალვარო მორატას იჯარით აყვანა უნდა

ტურინის „იუვენტუსი” კვლავინდებურად დაინტერესებულია ფორვარდ ალვარო მორატას დაბრუნებით.

ლუის სუარესთან ფიასკოს შემდეგ, „იუვენტუსმა“ დაიწყო მოლაპარაკებები „ატლეტიკოსთან“ 27 წლის ესპანელის თაობაზე. ტურინელები იჯარის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს იხდიან, შემდეგ კი მზად არიან 45 მილიონად გამოისყიდონ ფეხბურთელი, რომელიც ადრე თამაშობდა იტალიის ჩემპიონის რიგებში.

„ატლეტიკოში“ მზად არის ამგვარი შესაძლებლობის განსახილველად, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ მორატას მადრიდულ გუნდში ბარსელონელი ლუის სუარესი შეცვლის.

გარდა ამისა, „იუვენტუსი“ აპირებს „რომადან” ედინ ჯეკოს გაფორმებას. გარიგება ჭიანურდება, რადგან რომაელები ჯერ ვერ მოელაპარაკნენ „ნაპოლის“ არკადიუშ მილიკის ტრანსფერზე.