„იუვენტუსმა“ ვოლტემადე იჯარით აიყვანა #1TVSPORT
„ნიუკასლის“ ფორვარდი ნიკ ვოლტემადე იჯარის წესით „იუვენტუსში“ გადავიდა. ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, – წერია ტურინული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.
24 წლის გერმანელი ფეხბურთელი „ნიუკასლმა“ 2025 წლის ზაფხულში 75 მილიონ ევროდ შეიძინა „შტუტგარტიდან“.
ვოლტემადემ ინგლისურ კლუბში ყველა ტურნირზე 53 მატჩში 11 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მის ანგარიშზე გერმანიის ნაკრებში 12 მატჩში ოთხი გოლია.