„იუვენტუსმა“ სუდაკოვის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო #1TVSPORT
„იუვენტუსმა“ სუდაკოვის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო #1TVSPORT

დონეცკის „შახტარის“ ნახევარმცველმა გეორგი სუდაკოვმა, შესაძლოა, კარიერა იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

როგორც ბრიტანელი ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი წერს, უკრაინელი ფეხბურთელის ტრანსფერით „იუვენტუსია“ დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, ტურინული კლუბი უკვე შეუდგა ოფიციალურ მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ასევე სუდაკოვის მიმართ ინტერესს გამოთქვამენ „ნაპოლი“ და „ბრენტფორდი“.