„იუვენტუსმა“ სრულად შეათანხმა პოგბასთან კონტრაქტი #1TVSPORT
„იუვენტუსმა“ სრულად შეათანხმა პოგბასთან კონტრაქტი #1TVSPORT

„იუვენტუსმა“ კონტრაქტის ბოლო დეტალები შეათანხმა საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველთან პოლ პოგბასთან, რომელსაც 30 ივნისს ეწურება კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“, – წერს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

ელოდებიან, რომ 29 წლის ნახევარმცველი ორი კვირის განმავლობაში ჩაფრინდება იტალიაში კონტრაქტის გასაფორმებლად.

პოგბა 2012-16 წლებში თამაშობდა „იუვენტუსში“, რის შემდეგაც 100 მილიონ ევროდ გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“. ახლა ფრანგი ტურინულ კლუბს უფასოდ ერგება.