„იუვენტუსმა“, შესაძლოა ვილიანი დაიმატოს
„იუვენტუსმა“, შესაძლოა ვილიანი დაიმატოს

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ვილიანი, შესაძლოა ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდეს. როგორც sport mediaset იტყობინება, იტალიური გრანდი 31 წლის ბრაზილიელის გადაბირებას იმ შემთხვევაში შეეცდება,თუ ვილიანი ინგლისური კლუბიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა. ისიც აღსანიშნავია, რომ ჰავბეკს „ჩელსისთან“ ახალი ხელშეკრულების გაფორმება ორი წლის ვადით არ სურს – იგი სამწლიანი კონტრაქტით არის დაინტერესებული.

ამ გარემოებით იტალიელებს შეუძლიათ ისარგებლონ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვილიანს ტურინელთა დამრიგებელთან, მაურიციო სარისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.