იუვენტუსმა სერია „ა“ მოგებით დაიწყო
იუვენტუსმა სერია „ა“ მოგებით დაიწყო

იტალიის ჩემპიონატის 2020/2021 წლების სეზონის პირველი ტურის შეხვედრაში ტურინის „იუვენტუსმა“ გენუის „სამპდორიას“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. აღნიშნული დაპირისპირება იტალიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის და მსოფლიო გრანდის მთავარი მწვრთნელის რანგში ანდრეა პირლოსთვის სადებიუტო მატჩი იყო.

შეხვედრა ტურინელთა დიდი უპირატესობით წარიმართა, გოლები კი დეიან კულუსევსკიმ, ლეონარდო ბონუჩიმ და კრიშტიანო რონალდომ გაიტანეს.

სერიას „ა“-ს პირველი ტურის სხვა შეხვედრები: ფიორენტინა-ტორინო 1:0, ვერონა-რომა 0:0, პარმა-ნაპოლი 0:2, ჯენოა-კროტონე 4:1,სასუოლო-კალიარი 1:1.