„იუვენტუსმა“ საკლუბო ბაზაზე ვარჯიში დაიწყო
„იუვენტუსმა“ საკლუბო ბაზაზე ვარჯიში დაიწყო

იტალიის ჩემპიონატის ლიდერმა „იუვენტუსმა“ სეზონის განახლებისთვის მზადება დაიწყო. ფეხბურთელებმა ოთხშაბათს საკლუბო ბაზაზე პირველი ვარჯიში ჩაატარეს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალურ „ტვიტერზე“ დაიწერა.

ფეხბურთელებს ვარჯიშის ნება მხოლოდ მას შემდეგ დართეს, რაც მათ კორონავირუსზე ტესტები გაიარეს.

ჯერჯერობით, გუნდთან ერთად ვარჯიში არ შეუძლიათ პაულო დიბალასა და კრიშტიანო რონალდოს. პორტუგალიელი ორი დღეა, რაც ტურინში დაბრუნდა და ახლა, 14 დღე კარანტინში ყოფნა მოუწევს. არგენტინელმა კი ოთხჯერ ჩააბარა დადებითი ტესტი კორონავირუსზე და დამატებითი გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს.