„იუვენტუსმა“ რონალდოს გოლის მიუხედავად, „ვერონასთან“ წააგო
„იუვენტუსმა“ რონალდოს გოლის მიუხედავად, „ვერონასთან“ წააგო

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში ლიდერის მატჩი სენსაციით დასრულდა. ტურინის „იუვენტუსმა“ სტუმრად „ვერონასთან“ 1:2 წააგო.

ანგარიში 65-ე წუთზე კრიშტიანო რონალდომ  როდრიგო ბენტანკურის პასით გახსნა. 11 წუთის შემდეგ, თანაფარდობა აღადგინა „ვერონას“ ფორვარდმა ფაბიო ბორინიმ. მატჩის ბოლოს, ზუსტი 11-მეტრიანით მასპინძლებს სამი ქულა ჯამპაოლო პაცინიმ მოუტანა.

„იუვენტუსისთვის“ ეს იყო ბოლო სამ მატჩში მეორე და სეზონში მესამე მარცხი. გუნდს 54 ქულა აქვს და სამი ქულით უსწრებს „ინტერს“, რომელიც თავის მატჩს 23-ე ტურში კვირას, თანაქალაქელი „მილანის” წინააღმდეგ ჩაატარებს.