„იუვენტუსმა“ რომში ქულები დაკარგა, კრიშტიანომ ახალი რეკორდი დაამყარა (ვიდეო)
„იუვენტუსმა“ რომში ქულები დაკარგა, კრიშტიანომ ახალი რეკორდი დაამყარა (ვიდეო)

სერია A-ს მესამე ტურში სეზონში პირველი ქულები დაკარგა ტურინის „იუვენტუსმა“. ჩემპიონი სტუმრად „რომასთან“ თამაშობდა და ორჯერ აღმოჩნდა მდევრის როლში – დედაქალაქურ კლუბში ჯორდან ვერეტუმ შეასრულა დუბლი. მაგრამ „იუვენტუსმა“ ორივეჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება – ვერეტუს დუბლს ასევე დუბლით კრიშტიანო რონალდომ უპასუხა. მეორე საპასუხო გოლი პორტუგალიელმა მაშინ გაიტანა, როცა რაბიოს გაძევების გამო, 10 კაცით იყო მოედანზე დარჩენილი.

საბოლოოდ, მატჩი 2:2 დასრულდა, კრიშტიანო რონალდომ კი მორიგი რეკორდი დაამყარა – პორტუგალიელს ევროპის TOP5 ქვეყნების ლიგებში 450 გოლი დაუგროვდა, რაც ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. ფორვარდს 84 გოლი აქვს პრემიერლიგაში, 311 ლა ლიგაში და 55 სერია A-ში.