„იუვენტუსმა“ რიუდიგერთან ოთხწლიანი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
„იუვენტუსმა“ რიუდიგერთან ოთხწლიანი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ მცველი ანტონიო რიუდიგერი კარიერას იტალიაში გააგრძელებს. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა „იუვენტუსთან“ კონტრაქტი შეათანხმა, – ამის შესახებ გამოცემა Gazzetta dello Sport-მა დაწერა.

წყაროს ცნობით, 29 წლის რიუდიგერი ტურინულ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. „იუვენტუსი“ ფეხბურთელს უფასოდ მიიღებს, რადგან გერმანელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

აღსანიშნავია, რომ რიუდიგერი ახლოს იყო „ჩელსიში“ დარჩენასთან. ლონდონელები მას კონტრაქტის გაგრძელებაზე შეუთანხმდნენ, მაგრამ სანქციების დაწესებამდე ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოასწრეს.