„იუვენტუსმა“ რიცხობრივ უმცირესობაში მოუგო „გალათასარაის“, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [ვიდეო] #1TVSPORT
„გალათასარაიმ“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. თურქულმა კლუბმა ტურინში სტუმრად 2:3 წააგო „იუვენტუსთან“, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 7:5 მოიგო საკვალიფიკაციო პლეიოფი.
განმეორებითი შეხვედრა დრამატული გამოვიდა. „იუვენტუსმა“ 37-ე წუთზე მანუელ ლოკატელის პენალტით გახსნა ანგარიში, მაგრამ 48-ე წუთზე ლოიდ კელის გაძევების გამო 10 ფეხბურთელით მოუწია თამაშის გაგრძელება. მიუხედავად ამისა, კაცნაკლულმა ტურინელებმა ძირითად დროში კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს – თავი გამოიჩინეს ფედერიკო გატიმ (70-ე წუთი) და უესტონ მაკენიმ (82). ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა და შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა, რომელშიც ვიქტორ ოსიმენმა და ბარიშ ილმაზმა გაიტანეს. „იუვენტუსმა“ 3:2 მოიგო, მაგრამ ტურნირს გამოეთიშა.
„იუვენტუსი“, ზედიზედ მეოთხე სეზონია, ვერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, „გალათასარაი“ კი ამ ეტაპზე პირველად ითამაშებს ბოლო ბოლო 12 წელიწადში.