„იუვენტუსმა“ „პორტუდან“ ფრანსისკო კონსეისაო გამოისყიდა #1TVSPORT
„იუვენტუსმა“ „პორტუდან“ ფრანსისკო კონსეისაო გამოისყიდა #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსმა“ „პორტუდან“ ფორვარდ ფრანსისკო კონსეისაოს შეძენის შესახებ გამოაცხადა.

იტალიურმა კლუბმა 22 წლის ფეხბურთელთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. „პორტუმ“ საკუთარ ვებგვერდზე დაწერა, რომ ტრანსფერის თანხამ 32 მილიონი ევრო შეადგინა.

გასულ სეზონში კონსეისაო „იუვენტუსში“ იჯარის წესით თამაშობდა და 40 მატჩში შვიდი გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემა დააგროვა.