„იუვენტუსმა“ პოლ პოგბას ტრანსფერზე მოლაპარკებები დაიწყო
„იუვენტუსმა“ პოლ პოგბას ტრანსფერზე მოლაპარკებები დაიწყო

ტურინის „იუვენტუსმა“ მოლაპარაკებები გაიწყო აგენტ მინო რაიოლასთან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის პოლ პოგბას ტრანსფერის თაობაზე.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ტურინული კლუბი პოგბას მირალემ პიანიჩისა და ადრიენ რაბიოს შემცვლელად განიხილავს, რომლებიც გუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვებენ.

პოგბას კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ხელშეკრულებაში არსებობს თანამშრომლობის ერთი სეზონით გახანგრძლივების პუნქტი.

2019-20 წლების სეზონში პოგბამ პრემეირლიგაში შვიდი მატჩი ჩაატარა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.

ფრანგი „იუვენტუსში“ 2012-16 წლებში თამაშობდა.