„იუვენტუსმა“ „მილანის“ 27-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა (ვიდეო)
„იუვენტუსმა“ „მილანის“ 27-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა (ვიდეო)

სერია A-ს მე-16 ტურის ცენტრალურ მატჩში „იუვენტუსმა“ ჩემპიონატის ლიდერი „მილანი“ სტუმრად 3:1 დაამარცხა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – მე-18 წუთზე ფედერიკო კიეზამ გამოიჩინა თავი. „მილანმა“ დავიდე კალაბრიას მონდომებით პირველი ტაიმის ბოლოს გაათანაბრა ანგარიში. მეორე ნახევარში კიეზამ დუბლი შეასრულა (ორივე შემთხვევაში მან პაულო დიბალას პასი გამოიყენა), ბოლო გოლი ამერიკელმა ნახევარმცველმა უესტონ მაკენიმ 76-ე წუთზე გაიტანა.

„მილანი“ სერია A-ში 27 მატჩის განმავლობაში არ მარცხდებოდა. ის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩებოდა TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში.

„იუვენტუსმა“30 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა ცხრილში. „მილანი“ 37 ქულით აგრძელებს ლიდერობას.

მილანი-იუვენტუსი 1:3

გოლები: 0:1 კიეზა (18), 1:1 კალაბრია (41), 1:2 კიეზა (62), 1:3 მაკენი (76)