„იუვენტუსმა“ იჯარით „შალკეს“ ამერიკელი ფეხბურთელი აიყვანა
„იუვენტუსმა“ იჯარით „შალკეს“ ამერიკელი ფეხბურთელი აიყვანა

გელზენკირხენის „შალკეს“ ნახევარმცველი უესტონ მაკენი პარასკევს სამედიცინო შემოწმებას გაივლის „იუვენტუსში“. ამის შესახებ „სქაი სპორტ იტალია“ წერს.

იტალიის ჩემპიონი სამ მილიონად იჯარით აიყვანს 21 წლის ფეხბურთელს და მომავალი წლის ზაფხულში ექნება 18 მილიონად მისი გამოსყიდვის უფლება. სამედიცინო შემოწმების დღეს, მაკენის 22 წელი შეუსრულდება.

მაკენიმ გასულ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა „შალკეს“ რიგებში, სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.