„იუვენტუსმა“ გვარდიოლასთან მოლაპარაკებები გამართა
„იუვენტუსმა“ გვარდიოლასთან მოლაპარაკებები გამართა

ტურინის „იუვენტუსის“ წარმომადგენლებმა ორი შეხვედრა გამართეს „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას აგენტთან, – წერს ინტერნეტ-გამოცემა „სპორტ.ეს“ (Sport.es).

ბიანკონერი“ აპირებს 48 წლის ესპანელი სპეციალისტის მიწვევას, მიუხედავად იმისა, რომ მას ინგლისურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი, ხოლო ხელფასი წელიწადში 23 მილიონს შეადგენს.

პრესის ინფორმაციით, კიდევ ერთი კანდიდატია „რეალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი.

უფრო ადრე დაიწერა, რომ „იუვენტუსის“ ამჟამინდელი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი, შესაძლოა, „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ გადადგეს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „იუვენტუსმა“ სტუმრად ანგარიშით 0:2 წააგო მადრიდულ კლუბთან. განმეორებითი მატჩი 12 მარტს, ტურინში გაიმართება.