„იუვენტუსმა“ ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

13:28, 09.07.2026

ტურინის „იუვენტუსმა“ შეათანხმა პირადი კონტრაქტის დეტალები „ასტონ ვილას“ მეკარესთან, ემილიანო მარტინესთან.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ტურინული კლუბის წარმომადგენლებმა წარმატებული შეხვედრა გამართეს არგენტინის ნაკრების ფეხბურთელის აგენტებთან, თავად მარტინესმაც გამოთქვა დაინტერესება „იუვენტუსში“ გადასვლაზე.

ახლა იტალიურმა კლუბმა უნდა შეათანხმოს ტრანსფერის დეტალები „ასტონ ვილასთან“.

გასულ სეზონში მარტინესმა პრემიერლიგაში 32 მატჩი ჩაატარა და 39 გოლი გაუშვა.

მსგავსი