„იუვენტუსმა“ დიბალასთან ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
„იუვენტუსმა“ დიბალასთან ახალი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ პაულო დიბალასთან ახალი ხელშეკრულების დეტალები შეათანხმა, – იუწყება Goal.

წყაროს ინფორმაციით, მხარეები ფინანსური საკითხზე უკვე შეთანხმდნენ და არგენტინელი ვარსკვლავის ანაზღაურება წელიწადში 12 მილიონი ევროთი განისაზღვრა.

მიმდინარე სეზონში დიბალამ „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 ბურთი და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ პრესაში აქტიურად განიხილავდნენ დიბალას „ბარსელონაში“ გადასვლის საკითხს.