„იუვენტუსმა“ დე ლიხტის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა
„იუვენტუსმა“ დე ლიხტის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა

იტალიის ჩემპიონმა ტურინის „იუვენტუსმა“ საკუთარ ვებგვერდზე გამოაცხადა ამსტერდამის „აიაქსიდან“ ცენტრალური მცველის, მატეის დე ლიხტის გადაბირების შესახებ. ტრანსფერის თანხამ 75 მილიონი ევრო შეადგინა, რომელსაც ტურინელები ჰოლანდიის ჩემპიონს ხუთ ნაწილად გადაუხდიან და ბოლოს, 10.5 მილიონი ევროს ბონუსსაც დაუმატებენ.

თავად 19 წლის ფეხბურთელმა „იუვენტუსთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა – 2024 წლის 30 ივნისამდე. ჭორების მიხედვით, ხელფასი წელიწადში 7.5 მილიონი ევრო იქნება და ეს თანხა ბონუსების მეშვეობით 12 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

2018-19 წლების სეზონში ლე ლიხტმა „აიაქსში“ 55 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.