„იუვენტუსმა“ დე ლიგტზე „ბარსელონას“ წინადადება უარყო 
„იუვენტუსმა“ დე ლიგტზე „ბარსელონას“ წინადადება უარყო 

ტურინის „იუვენტუსმა“ „ბარსელონას“ მოთხოვნას ნიდერლანდელი მცველის მატეის დე ლიგტის ტრანსფერზე უარით უპასუხა.

ესპანური გამოცემა „სპორტის“ ინფორმაციით, კატალონიელები 20 წლის ფეხბურთელში 74 მილიონ ევროს იხდიდნენ, მაგრამ ტურინში მათ უპასუხეს, რომ მისი გაყიდვით  დაინტერესებულები არ არიან.

აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ, „იუვენტუსს“ ფეხბურთელის შეძენა უფრო ძვირი დაუჯდა – იტალიის ჩემპიონმა 2019 წელს, „აიაქსს“ 85.5 მილიონი ევრო გადაუხადა.

დე ლიგტის კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.