„იუვენტუსმა“ და „ბარსელონამ“ სუარესზე მოილაპარაკეს
„იუვენტუსმა“ და „ბარსელონამ“ სუარესზე მოილაპარაკეს

ინტერნეტ-გამოცემა Tuttomercato-ს ინფორმაციით, „იუვენტუსი“ მოელაპარაკა „ბარსელონას“ ფორვარდ ლუის სუარესის ტრანსფერზე.

წყაროს ცნობით, გარიგების თანხა 30 მილიონ ევროს გაუტოლდება, გარდა ამისა, კატალონური მხარე ბონუსების სახით 13 მილიონს მიიღებს. ურუგვაელის ხელფასი იტალიის ჩემპიონის რიგებში წელიწადში 12 მილიონი ევრო იქნება.

33 წლის სუარესის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2021 წლის ზაფხულში იწურება. ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ კატალონელთა ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი არ აპირებს მომავალ სეზონში სუარესზე აქცენტის გაკეთებას და პირადად აცნობა ამის შესახებ ფეხბურთელს.

ორი დღის წინ, ურუგვაულმა პრესამ დაწერა, რომ მადრიდის „ატლეტიკომ“ „იუვენტუსზე“ უფრო სარფიანი წინადადებით მიმართა სუარესს, მაგრამ ფეხბურთელი მანამდე მოელაპარაკა იტალიის ჩემპიონს.

გასულ სეზონში ფორვარდმა საკლუბო დონეზე 36 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.