იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის ხუთი მატჩიდან ოთხში კარი მშრალად შეინახა
იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის ხუთი მატჩიდან ოთხში კარი მშრალად შეინახა

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშის უფლება, ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა. ბებერმა ქალბატონმა ჯგუფურ ეტაპზე გამართული ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგო. შეგახსენებთ, რომ ოთხივე მშრალი ანგარიშით.

2004-2005 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხუთი ჩატარებულ შეხვედრაში ოთხჯერ კარი მშრალად შეინახა. 14 წლის წინ კი, „ბებერ ქალბატონსა“ და ჯანლუიჯი ბუფონს, ხუთი ტურის შემდეგ გოლი არ ჰქონდათ გაშვებული.

მოგახსენებთ, რომ ბოლო ტურში „იუვენტუსი “ „იანგ ბოიზს“ ესტუმრება.