„იუვენტუსმა“ ბოლო 68 წელიწადში პირველად გაუშვა ხუთი გოლი მთავარ ევროპულ ტურნირზე [ვიდეო] #1TVSPORT
„იუვენტუსმა“ ბოლო 68 წელიწადში პირველად გაუშვა ხუთი გოლი მთავარ ევროპულ ტურნირზე [ვიდეო] #1TVSPORT

„გალათასარაიმ“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში შინ „იუვენტუსი“ 5:2 დაამარცხა.

პირველი ტაიმი თურქულმა კლუბმა წააგო – გაბრიელ სარას (მე-15 წუთი) გოლს „იუვენტუსმა“ ტეუნ კოპმეინერსის დუბლით (16, 32) უპასუხა. მეორე ტაიმში „გალათასარაიმ“ ოთხი უპასუხო გოლი გაიტანა. თავი გამოიჩინეს: ნოა ლანგმა (49, 74), დევინსონ სანჩესმა (60) და საშა ბოემ (86).

გარდა ამისა, „იუვენტუსს“ 67-ე წუთზე ხუან კაბალი გაუძევეს.

„იუვენტუსმა“ 1958 წლის შემდეგ პირველად გაუშვა ჩემპიონთა ლიგაზე/ჩემპიონთა თასზე ხუთი გოლი, ამ ტურნირზე დიდი ანგარიშით კი პირველად დამარცხდა 2021-22 წლების სეზონის შემდეგ.

ტურინულ კლუბს, ზედიზედ ოთხი მატჩია, არ მოუგია და ამ სერიისას 13 გოლი გაუშვა.

განმეორებითი შეხვედრა ტურინში 25 თებერვალს გაიმართება.