„იუვენტუსმა“ ალეგრის წასვლის შესახებ გამოაცხადა
„იუვენტუსმა“ ალეგრის წასვლის შესახებ გამოაცხადა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დატოვებს თავის პოსტს და აღარ უხელმღვანელებს გუნდს მომავალ სეზონში.

იტალიის ჩემპიონმა პარასკევს გამოაცხადა სპეციალისტის წასვლის შესახებ, მაგრამ არ დაუზუსტებია – ვინ გამოვიდა ალეგრის წასვლის ინიციატორად.

ალეგრი და „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ანდრეა ანიელი შაბათს გამოვლენ ჟურნალისტების წინაშე.

მასიმილიანო ალეგრიმ „იუვენტუსთან“ ერთად ოთხი დუბლი შეასრულა, ხუთჯერ მოიგო ჩემპიონის ტიტული და ორჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.