„იუვენტუსის“პრეზიდენტი მასიმილიანო ალეგრის შეხვდა #1TVSPORT
„იუვენტუსის“პრეზიდენტი მასიმილიანო ალეგრის შეხვდა #1TVSPORT

„იუვენტუსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი, შესაძლოა, ტურინულ კლუბში დაბრუნდეს. როგორ გამოცემა Football Italia წერს, „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ამ დღეებში შეხვდა იტალიელ სპეციალისტს.

ტურინელთა ამჟამინდელი დამრიგებლის ანდრეა პირლოს მომავალი კვლავაც ბუნდოვანია. მისი განთავისუფების შემთხვევაში, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იგორ ტუდორი გახდება.

პირლოს სავარაუდო შემცვლელებად ასევე სახელდებიან მადრიდის „რეალის“ ამჟამინდელი დამრიგებელი ზინედინ ზიდანი, ჯანპიერო გასპერინი, სიმონე ინძაგი და ლუჩანო სპალეტი.