„იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ოქტომბრის მატჩი გადათამაშდება
„იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ოქტომბრის მატჩი გადათამაშდება

იტალიის სერია A-ს მატჩი „იუვენტუსსა“ და „ნაპოლის“ (III ტური) შორის გადათამაშდება – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სპორტული გარანტიების საბჭომ (CONI). ნეაპოლელებმა აპელაცია შეიტანეს სერია A-სა და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებებზე, რომლის მიხედვითაც ნეაპოლელებს ტექნიკური წაგება ჩაეთვალათ (0:3) და გამოუცხადებლობის გამო, გათამაშების ცხრილში ერთი ქულა ჩამოაკლდათ.

„ნაპოლი“ არ ჩავიდა ტურინში ნეაპოლის სამედიცინო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც აუკრძალა გუნდს ქვეყანაში გადაადგილება მას შემდეგ, რაც კლუბში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადგინა, რომ „ნაპოლიმ“ დაარღვია სერია A-ს სამედიცინო პროტოკოლი, როცა ტურინში გამგზავრებაზე უარი განაცხადა.

მაგრამ სამშაბათს, სპორტული გარანტიების საბჭომ დაადგინა, რომ მატჩი „იუვენტუსი“-„ნაპოლი“, რომელიც 4 ოქტომბერს ტურინში არ გაიმართა, უნდა გადათამაშდეს. შესაბამისად, „იუვენტუსს“ ტექნიკური მოგებისთვის მინიჭებული სამი ქულა ჩამოერთვა, ხოლო „ნაპოლის“ ჩამოკლებული ერთი ქულა დაუმატეს.