„იუვენტუსის“ ყოფილი დირექტორი – კვარაცხელია უფრო მეტად უნდა ფასობდეს, ვიდრე ლუკაკუ, რომელიც ბურთს ვერ აჩერებს #1TVSPORT

12:00, 18.01.2023
Napoli's Khvicha Kvaratskhelia celebrates after scoring 2-0 during the Serie A soccer match between SSC Napoli and Juventus FC at the Diego Armando Maradona stadium in Naples, Italy, Friday, Jan. 13, 2023. (Alessandro Garofalo/LaPresse via AP)

Napoli's Khvicha Kvaratskhelia celebrates after scoring 2-0 during the Serie A soccer match between SSC Napoli and Juventus FC at the Diego Armando Maradona stadium in Naples, Italy, Friday, Jan. 13, 2023. (Alessandro Garofalo/LaPresse via AP)

„იუვენტუსის“ ყოფილი დირექტორი ლუჩანო მოჯი აღფრთოვანებულია „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით ტურინელებთან სერია A-ს ბოლო ტურში და ამტკიცებს, რომ ქართველის ტრანსფერი, რეალურად, 10-ჯერ მეტი ღირს, ვიდრე ნეაპოლელებმა გადაიხადეს.

რადიო Kiss Kiss Napoli-სთან საუბარში მოჯიმ გაამხილა, რომ დე ლაურენტისს დაუკავშირდა და „ნაპოლიში“ ქართველის შესანიშნავი ტრანსფერი მიულოცა. „იუვენტუსის“ ყოფილმა დირექტორმა კვარაცხელიასა და მის ამჟამინდელ საბაზრო ღირებულებაზეც ისაუბრა.

„პარასკევის მატჩის შემდეგ დე ლაურენტისს მესიჯი გავუგზავნე, მივულოცე გამარჯვება და ის სტრატეგია, რომლითაც კლუბს მართავს. ყოველთვის არასასიამოვნოა მოთამაშის ღირებულების შეფასება, მაგრამ კვარაცხელია აშკარად 100 მილიონ ევროზე მეტი ღირს. თუ ლუკაკუს ტრანსფერს ამდენად აფასებენ, რომელიც ბურთს ვერ აჩერებს, მაშინ ტექნიკის მქონეები უფრო მეტად უნდა დაფასდნენ“, – აცხადებს „იუვენტუსის“ ყოფილი დირექტორი.

ლუჩანო მოჯის განცხადებას გამოცემა football-italia ქართველზე წერილით გამოეხმაურა.

„ზაფხულში აურელიო დე ლაურენტისის კლუბმა 21 წლის ქართველი გარემარბი ბათუმის „დინამოდან“ სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ შეიძინა იმ იმედით, რომ „ტორონტოში“ ლორენცო ინსინიეს გადასვლის გამო დარჩენილი სიცარიელე შეევსო. კვარაცხელიამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და მიმდინარე სეზონში, 20 მატჩში „გოლი+პასის“ სისტემით 21 ქულა დააგროვა.

კლუბში ჩასვლის შემდეგ კვარაცხელიამ სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე 9 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამჟამად „ნაპოლი“ იმ გზაზე დგას, რომ, შესაძლოა, მოიგოს თავისი პირველი „სკუდეტო“ დიეგო მარადონას შემდეგ, რადგან მეორე ადგილზე მყოფ „მილანს“ 9 ქულით უსწრებს“, – წერია იტალიურ გამოცემაში.

მსგავსი