„იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი - გადავწყვიტეთ შევინარჩუნოთ რონალდო #1TVSPORT
„იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი - გადავწყვიტეთ შევინარჩუნოთ რონალდო #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ დაადასტურა, რომ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ზაფხულში გუნდს არ შეიცვლის.

„გადავწყვიტეთ შევინარჩუნოთ რონალდო. ის საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში და ჩვენ ერთად მყარად ვდგავართ. გვაქვს პროექტი, რომლის შენება გასულ სეზონში დავიწყეთ. ერთი თამაში არ შეცვლის ჩვენს ხედვებსა და სტრატეგიას. გავაგრძელებთ ჩვენი გზით სიარულს და კმაყოფილები ვართ იმით, რაც გავაკეთეთ. გაგრძელდება მუშაობა და განვითარება“, – განაცხადა პარატიჩიმ.

ჩემპიონთა ლიგიდან „იუვენტუსის“ გავარდნის შემდეგ, პრესაში გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, მადრიდის „რეალში“ დაბრუნდეს.