„იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი - სარის გუნდიდან გაშვება „ლიონთან“ მატჩამდე იყო გადაწყვეტილი
„იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი - სარის გუნდიდან გაშვება „ლიონთან“ მატჩამდე იყო გადაწყვეტილი

ტურინული გრანდის სპორტულმა დირქტორმა, ფაბიო პარატიჩიმ გუნდიდან მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის წასვლის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„გადაწყვეტილება „ლიონთან“ ჩატარებულ მატჩამდე გვქონდა მიღებული, – ციტირებს „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორის სიტყვებს Sky Sport Italia. – ერთი მატჩით მსგავსი გადაწყვეტილების მიღება , რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი მთელი სეზონის გაანალიზებისა და შეფასების შედეგია.

პირლოს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნა, ბუნებრივია და ლოგიკური „იუვენტუსისთვის“, რადგან ის ყოველთვის კლუბის განუყრელი ნაწილი იყო. ანდრეას მიდგომა მაღალი ხარისხის ფეხბურთი და თავდაუზოგავი შრომაა. მან საკუთარი, ახალი ხედვა გაგვაცნო, რომელიც ძალიან დამაჯერებელია“, – აცხადებს „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი.