„იუვენტუსის“ პრეზიდენტი - სისულელეა, გვარდიოლაზე არ იფიქრო, მაგრამ სარის მწვრთნელობით კლუბი კმაყოფილია
„იუვენტუსის“ პრეზიდენტი - სისულელეა, გვარდიოლაზე არ იფიქრო, მაგრამ სარის მწვრთნელობით კლუბი კმაყოფილია

„იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ გუნდის მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის საქმიანობა შეაფასა და გვარდიოლას ტურინში შესაძლო გადმოსვლის საკითხსაც შეეხო.

„სეზონის პირველი ნახევარი სარიმ შესანიშნავად ჩაატარა, თუ იტალიის სუპერთასის მატჩს არ ჩავთვლით, – ციტირებს ანიელის სიტყვებს Gazzetta dello Sport .

– ჯერჯერობით ყველაფერი მოლოდინის მიხედვით მიდის, მაგრამ სარის მიმართ უადგილო კრიტიკა არ წყდება. „იუვენტუსში“ შედეგებს ვაქცევთ ყურადღებას. ჩვენ სარისთან იმიტომ გავაფორმეთ კონტრაქტი, რომ თამაშის მისი მოდელი ჩვენ გარანტირებულ შედეგებს გვაძლევს. საბოლოოდ, კი სეზონს მხოლოდ მაშინ შევაფასებ, როცა ეს უკანასკნელი დასრულდება.

სტატისტიკა გვაჩვენებს, რმ ჩვენ ყოველთვის ვერ ვიგებთ, მაგრამ სწორ გზას ვადგავართ. რაც შეეხება გვარდიოლას. სისულელეა, ასეთ სპეციალისტზე არ იფიქრო, მაგრამ ახლა ის „სიტიში“ თავს კარგად გრძნობს. რა მოხდება თუ გვარდიოლა ზაფხულში გათავისფლდება? არაფერი, ჩვენ სარის მუშაობით კმაყოფილები ვართ.“ – აცხადებს „იუვენტუსის“ პრეზიდენტი.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „იუვენტუსი“ სატურნირო ცხრილის სათავეშია.