„იუვენტუსის“ მწვრთნელი - მთავარი ამოცანა შევასრულეთ და 1/8  ფინალში გავედით #1TVSPORT
„იუვენტუსის“ მწვრთნელი - მთავარი ამოცანა შევასრულეთ და 1/8  ფინალში გავედით #1TVSPORT

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩზე ისაუბრა, რომელშიც მისმა გუნდმა „ჩელსისგან“ გამანადგურებელი მარცხი იწვნია.

„იმედგაცრუებულები ვართ, რომ ოთხი ბურთი გავუშვით, მაგრამ მთავარი ამოცანა შევასრულეთ – 1/8  ფინალში გავედით, – მოჰყავს უეფა-ს პრესსამსახურს „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის სიტყვები.

ტურინში 90 წუთის განმავლობაში თავს კარგად ვიცავდით და ყურადღებით ვთამაშობდით, ლონდონში კი ეს მხოლოდ ერთი ტაიმი მოვახერხეთ. ჩვენ ვიცით საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარე. ასეთი მარცხის მიუხედავად, ჩვენ უფრო გავძლიერდებით“.