„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა იტალიის ჩემპიონატში გუნდების პერსპექტივა შეაფასა

18:37, 03.11.2019

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ იტალიის ჩემპიონატში მოასპარაზე გუნდების პერსპექტივაზე ისაუბრა.

ტურინელთა თავკაცი მიიჩნევს, რომ „სკუდეტოს“ მოპოვების შანსი მხოლოდ ორ გუნდს („იუვენტუსსა“ და „ინტერს“) არ აქვს.

„ნაჩქარევია იმაზე საუბარი, რომ იტალიის ჩემპიონის ტიტულისთვის მხოლოდ ორი გუნდი იბრძოლებს. წინ კიდევ 81 ქულაა და ზოგიერთი კლუბი სატურნირო ცხრილში დაწინაურებას მოახერხებს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი მათგანი „ატალანტა“ იყოს –  განაცხადა „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა.

ამ ეტაპზე ტურინელები იტალიის ჩემპიონატს სათავეში უდგანან, მეორე ადგილზე მილანის „ინტერია“, მესამეზე – „რომა“.

 

მსგავსი