„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი - „ნაპოლიმ“ მოგება დაიმსახურა #1TVSPORT
„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი - „ნაპოლიმ“ მოგება დაიმსახურა #1TVSPORT

„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იმედგაცრუებული დარჩა იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში „ნაპოლისთან“ დამარცხებით (1:5), მან მეტოქის უპირატესობა აღიარა და დამსახურებული გამარჯვება მიულოცა. მისი თქმით, გადამწყვეტი მომენტი მეორე (რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა) და მესამე (კვარაცხელიას პასით გავიდა) გოლები იყო.

„მინდა, მივულოცოთ „ნაპოლის“ შესანიშნავი მატჩი. ჩვენ ენერგია და სპორტული ჟინი დაგვაკლდა. „ნაპოლიმ“ კარგი თამაში ჩაატარა. პირველი ტაიმის შემდეგ თამაშის შემობრუნების შანსი კიდევ გვქონდა, მაგრამ მესამე გოლი ელემენტარული შეცდომის შემდეგ გავუშვით, როდესაც ბურთი ვერ მოვიგერიეთ.

ეს იყო მტკივნეული, მაგრამ დამსახურებული მარცხი. ახლა საკუთარ თავში ძალა უნდა გამოვნახოთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, მთავარი მატჩები ჯერ წინ არის, იმედი არ უნდა დავკარგოთ, წინ უნდა წავიდეთ და დასახული მიზნებისთვის ვიბრძოლოთ”, – განაცხადა „იუვენტუსის“ მწვრთნელმა.