„იუვენტუსის” ლეგენდა უკვე სახლშია და თავს კარგად გრძნობს
©Jonathan Moscrop - LaPresse 28 10 2006 Torino Sport Calcio Juventus - Frosinone - Campionato TIM Serie B 2006 2007 Nella foto: Esultanza di Alessandro Del Piero dopo la sua 200° rete con la maglia Bianconera ©Jonathan Moscrop - LaPresse 28 10 2006 Turin ( ITALY ) Sport Soccer Juventus versus Frosinone - Italian Serie B Football League 2006 2007 In the photo: Alessandro Del Piero celebrates his 200th career goal in the black and white colours of Juventus
იტალიის ნაკრების და ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდა ალესანდრო დელ პიერომ საკუთარ ინსტაგრამზე დაწერა, რომ საავადმყოფოდან გაწერეს. მისი იქ ყოფნის მიზეზი თირკმელში კენჭი გახლდათ.
„ყველას დიდი მადლობა კეთილი შეტყობინებებისთვის, მე უკვე სახლში ვარ და თავს უკეთესაც ვგრძნობ“ – დაწერა იტალიელმა.
შეგახსენებთ, რომ დელ პიერო „იუვენტუსის“ რიგებში ექვსგზის იტალიის ჩემპიონია, ასევე ქვეყნის თასისა და ოთხგზის იტალიის სუპერთასის მფლობელი, ხოლო 1996 წელს – ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
თავდამსხმელი იტალიის ნაკრებთან ერთად 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.