„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა ზიდანს ისევ დაუკავშირდა 
„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა ზიდანს ისევ დაუკავშირდა 

ტურინის „იუვენტუსი“ კვლავ ცდილობს მადრიდის „რეალის” მთავარ მწვრთნელთან ზინედინ ზიდანთან მოლაპარაკებას.

იტალიის ჩემპიონის ხელმძღვანელობა ფრანგ სპეციალისტს დაუკავშირდა და მას ზაფხულიდან „იუვენტუსის“ გაძღოლა შესთავაზა. დღეისთვის იტალიური გუნდის მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარია.

ზიდანის კონტრაქტი „რეალთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მაგრამ მწვრთნელს კლუბის ხელმძღვანელობასთან გარკვეული უთანხმოება აქვს განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით.

„იუვენტუსი“ ადრეც ცდილობდა ზიდანის გაფორმებას, როცა მან ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მოგების შემდეგ, „რეალი“ დატოვა.