„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა გაღიზიანებულია პოგბას მორიგი ტრავმით და ფეხბურთელის ტრანსფერზე დაყენებას აპირებს #1TVSPORT
„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა გაღიზიანებულია პოგბას მორიგი ტრავმით და ფეხბურთელის ტრანსფერზე დაყენებას აპირებს #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსი“ უკმაყოფილია გუნდის ნახევარმცველის, პოლ პოგბას ხშირი ტრავმიანობით.

როგორც გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი წერს, ფრანგი, შესაძლოა, ისევ დიდი ხნით გამოვიდეს მწყობრიდან და მინდორზე ერთი თვის შემდეგ დაბრუნდეს. პოგბამ ვარჯიშის დროს დაიზიანა კუნთი.

პოგბას ტრავმებთან დაკავშირებული სიტუაცია აწუხებს და აღიზიანებს ტურინული კლუბის ხელმძღვანელობას. თუ სეზონის ბოლომდე პრობლემა არ მოგვარდება და ფეხბურთელი ისევ გააგრძელებს მკურნალობას, ზაფხულში „იუვენტუსმა“ შეიძლება განიხილოს პოგბასთან თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები, კერძოდ, არ გამორიცხავენ ფრანგი ნახევარმცველის ტრანსფერზე დაყენებას.

პოგბა „იუვენტუსს“ გასული წლის ზაფხულში დაუბრუნდა, მაგრამ ტრავმების გამო მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა.