იუვენტუსის კემპი დასრულდა - იტალიელებს თანამშრომლობის გაგრძელება სურთ
იუვენტუსის კემპი დასრულდა - იტალიელებს თანამშრომლობის გაგრძელება სურთ

„კემპი დასრულდა, მაგრამ თანამშრომლობის გაგრძელება გვსურს“ – ეს განცხადება ტურინის „იუვენტუსის“ საზაფხულო სკოლების კორდინატორმა – მატეო მერკურიმ, იტალიური გრანდის კემპის დახურვაზე გააკეთა.

პროექტი, ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთისა“ და იტალიური გრანდის ქართული ფან-კლუბის ორგანიზებით, თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ ბაზაზე მიმდინარეობდა და ხუთიდან 16 წლამდე ასაკის, 100-მდე ბავშვი მონაწილეობდა. ისინი ხუთი დღე „იუვენტუსის“ საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელების ხელმძღვანელობით ვარჯიშობდნენ. კემპის მხარდამჭერები იყვნენ თბილისის მერია და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მატეო მერკურიმ ქართველ ბავშვებზეც ისაუბრა: – „თითქმის ყველა ასაკსა და ჯგუფში საინტერესო ბავშვები აღმოვაჩინეთ. მართალია, ახლა იტალიაში მათი წაყვანაზე ლაპარაკი არ ყოფილა, მაგრამ ამ ბავშვების ნიჭიერება გვაფიქრებს, რომ თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს. „თავისუფალ ფეხბურთთან“
განხორციელებული ეს პროექტი წარმატებული იყო და იმედია მომავალშიც ვითანამშრომლებთ.“ – ამბობს იტალიური გრანდის წარმომადგენელი.